განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. პროკურატურა დაკავებულს თანასოფლელისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებას ედავება.

სხდომაზე ბრალდებულს მომხდართან დაკავშრიებით დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. ის ბრალს არ აღიარებს.

პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ განმარტა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები. 

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიმალვაშია კიდევ ერთი ბრალდებული - სოსო ბარჯაძე.

"მეორე პირი მიმალვაშია და უკვე ბრალდებულია, მის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებლად ბრალდების შესახებ დადგენილება და კანონით დადგენილ ვადაში მივმართავთ ასევე სასამართლოს მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების თაობაზე. მას ვედავებით განზრახი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას", - თქვა ჩხეიძემ.

ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე მედიასთან თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემი მოქალაქის სანახავად მას შემდეგ მივიდა, რაც დაზარალებულმა საერთო ნაცნობთან, ასევე მათ თანსაოფლელთან დარეკა და დახმარება ითხოვა.

შემთხვევა გორის სოფელ ატენში 29 ივლისს მოხდა. ნაცემი კაცი კლინიკაში რჩება, მისი მდგომარეობა მძიმეა.

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი