მამუკა ხაზარაძემ, ანა დოლიძემ და ლევან ცუცქირიძემ  "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო კამპანია გახსნეს

გამოქვეყნდა:

მამუკა ხაზარაძემ, ანა დოლიძემ და ლევან ცუცქირიძემ  "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო კამპანია გახსნეს. ლიდერებმა კოალიციის გეგმებზე და პოლიტიკურ სტრატეგიაზე ისაუბრეს. "ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ გეგმავენ 50 მუნიციპალიტეტში ჩასვლას და საარჩევნო შტაბების გახსნას.

"ჩვენ გამოვაცხადეთ კოალიციის სახელი, "ძლიერი საქართველო". სახელი გამოხატავს ჩვენ ამბიციას, რომ ამ ქვეყნისგან, რომელიც მოცული აქვს უიმედობას, ჩვენ დავაყენოთ ძლიერი ქვეყანა. კამპანიის ფარგლებში წავალთ ყველგან, მოვივლით საქართველოს თავიდან ბოლომდე", - თქვა "ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ლელო", ანა დოლიძის პარტია "ხალხისთვის" და ლევან ცუცქირიძის საზოგადოებრივი მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" საარჩევნოდ გაერთიანდნენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი