კულტურა დემოკრატიისთვის - რა გამოწვევები და პრობლემების კულტურის სფეროში - რეჟისორები, კინომცოდნეები, ხელოვნებათმცოდნეები, მწერლები, მსახიობები, მთარგმნელები, მხატვრები და მუსიკოსები საერთო დეკლარაციის გარშემო გაერთიანდნენ. როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში კულტურული კრიზისის დაძლევა, როგორი უნდა იყოს კულტურული რეფორმის საფუძველი და პრინციპები - ინიციატივას ხელოვანები და კულტურის სფეროს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები რამდენიმე დღეში პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორსაც გააცნობენ.