
იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, 1898 წლის შემდეგ პირველად, ივლისი ქვეყანაში ყველაზე ცხელი თვე იყო.
უწყების ინფორმაციით, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში საშუალო ტემპერატურა მაღალი იყო, ჩრდილოეთში კი ჰაერის საშუალო ტემპერატურა 2,6 გრადუსით გაიზარდა.
იაპონელი სინოპტიკოსები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში აგვისტოც საშუალოზე ცხელი იქნება. არსებობს მოლოდინი, რომ ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს მიაღწევს.