სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი ჯაშუშები. ანკარაში შემდგარი პატიმრების ყვლაზე მასშტაბური გაცვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნებულ რუს აგენტებს პირადად ვლადიმერ პუტინი დახვდა. მათ შორისაა გერმანიაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი. მასთან ერთად სახელმწიფო ჯილდოს ჯაშუშობისა და თაღლითობის ბრალდებებით სხვადასხვა ქვეყანაში დაკავებული კიდევ 7 პირი მიიღებს. სულ დიდი შეთანხმების შდეგად 24 პატიმარი გაიცვალა, მათ შორის რუსი ოპოზიციონერი კარა-მურზა და WSJ-ის ჟურნალისტი.