ოკუპირებულ ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა აიკრძალა | საოკუპაციო რეჟიმის მორიგი საგანგაშო გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა აიკრძალა - გადაწყვეტილება საოკუპაციო რეჟიმმა უკვე მიიღო. სექტემბრიდან ოკუპირებული რეგიონის სკოლებში სასწავლო ენა მხოლოდ რუსული იქნება. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ახალგორის ორ სოფელში იხურება სკოლებიც, რადგან ოკუპირებულ რეგიონს იქ არსებული გაუსაძლისი პირობების გამო ქართველები ტოვებენ. ოფიციალური თბილისი ამ პრობლემაზე და საკუთარი მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე ისევ არ რეაგირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი