
ისრაელის აეროპორტებში საავიაციო შეფერხებაა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ ფრენები დაახლოებით, 10-მდე ავიაკომპანიამ გააუქმა. მიზეზი "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" ტერორისტების გახმაურებული მკვლელობებისა და ირანისა და მისი აგრესიული მოკავშირეების მხრიდან გაჟღერებული მუქარაა.
ისრაელის მოქალაქეები, მგზავრები, რომლებსაც არ შეუძლიათ სახლში დაბრუნება, ავიატერმინალებზე იკრიბებიან, რადგან ახლომდებარე სასტუმროებში ოთახები არ არის, ხოლო სამაშველო ინფორმაცია ნებისმიერ წუთს შეიძლება გამოცხადდეს.
პრაღის აეროპორტში 400, ვენაში კი 200 ისრაელელი მგზავრი იმყოფება. ხოლო ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტში 70 ათასამდე მგზავრი შეიკრება, რომლებიც გაფრენას ცდილობდნენ.
ამავდროულად, ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, უსაფრთხოების ვითარება იძლევა ისრაელის მიმართულებით ფრენების გაგრძელების საშუალებას და ავიაკომპანიები საკუთარი ინიციატივით აჩერებენ ფრენებს.