
ათენში, ელინიკოს რაიონის ძველ აეროპორტში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბომბის აღმოჩენა სამშენებლო სამუშოების დროს მოხდა. ის 226 კილოგრამს იწონიდა. ბომბი წარმატებით გაანეიტრალეს, რასაც ახლო მდებარე რაიონებში ძლიერი ხმაური მოჰყვა.
ოპერაცია საბერძნეთის არმიის გამნაღმველმა განყოფილებამ (TENX) ჩაატარა.
როგორც ცნობილი ხდება, სატრანსპორტო შეზღუდვა არ გახდა საჭირო, რადგან ბომბი ყველა დასახლებული ადგილიდან დაახლოებით 500 მეტრითაა დაშორებული.