წყალტუბოში, პატრიკეთის სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის სკოლაში ერთ-ერთ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ჩხეტიანის ინფორმაციით, პედაგოგმა გუშინ ვირუსზე ტესტი ჩაიტარა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა. მისივე განმარტებით, ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და შედეგებს ელოდებიან.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და 100-მდე მოსწავლე და 24 მასწავლებელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

გუშინ თავი შეუძლოდ იგრძნო პედაგოგმა. გაიკეთა პირველადი ტესტი, გადაიყვანეს ცხელების ცენტრში და დაუდასტურდა ვირუსი. ახლა ლუგარის ლაბორატორიის შედეგებს ველოდებით. ამის გამო სკოლაში სწავლა შევწყვიტეთ. გავაფრთხილეთ ყველა მშობელი და პედაგოგი. ყველანი ამ დროისათვის არიან თვითიზოლაციაში და ეპიდემიოლოგების დანარჩენ მითითებებს ველოდებით. როდესაც გვეტყვიან, ყველა ჩაიტარებს ტესტირებას, -განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, რომ იმერეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 11 შემთხვევა დადასტურდა.

18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 119;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 435;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  6 633;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი