"დემოკრატიის ფესტივალს" თელავი მასპინძლობს

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის შემდეგ "დემოკრატიის ფესტივალს" თელავი მასპინძლობს. თელავში ჩასული არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

"დემოკრატიის ფესტივალი" "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)" ორგანიზებით იმართება. 

დღის მანძილზე ფესტივალის მონაწილეებს და სტუმრებს საშუალება ექნებათ მოინახულონ თემატური კარვები, გაეცნონ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, მოინახულონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის კარავი და პირადად გამოსცადონ ახალი ელექტრონული ხმის მიცემის აპარატები, ასევე შეხვდნენ პოლიტიკურ ლიდერებს და გაეცნონ მათ საარჩევნო პროგრამებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეული იყო ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის "ქართული ოცნებაც", თუმცა სახელისუფლებო გუნდმა დემოკრატიის ფესტივალში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ოპოზიცია ფიქრობს,რომ წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა პოლიტიკოსების ხედვები მოისმინონ.

"ფორმატი საინტერესოა, იშვიათად არის ასეთი შეკრებები სადაც მოქალაქეს აქვს საშუალება, რომ მივიდეს და გაეცნოს არასამთავრობო ორგანიზაციები რაზე მუშაობენ, ისევე როგორც პოლიტიკური პარტიები რას სთავაზობენ. თან სხვადასხვა რეგიონებში რომ ეწყობა საშუალებას აძლევს პოლიტიკურ პარტიებს რომ ფოკუსირება გააკეთონ კონკრეტულ რეგიონზე," - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

"დემოკრატიის ფესტივალი" თელავში თიკა ბალანჩინის და New One-ის კონცერტით დასრულდება. 

10 აგვისტოს დემოკრატიის ფესტივალი ქუთაისში, 17 აგვისტოს კი ბათუმში გაიმართება.


ავტორი: ია გულიაშვილი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი