NYT: "ჰამასის" ლიდერის მკვლელობის საქმეზე ოცზე მეტი ადამიანი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ირანში "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობის საქმეზე ოცზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის მაღალი რანგის დაზვერვის ოფიცრები, სამხედრო ჩინოვნიკები და რეზიდენციის თანამშრომლები. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი ავრცელებს. 

ირანის უსაფრთხოების ძალებმა ჰანიას რეზიდენციაში საფუძვლიანი ჩხრეკა ჩაატარეს. მათ დააკავეს პერსონალი, ჩამოართვეს ელექტრონული მოწყობილობები, შეამოწმეს სათვალთვალო კამერები და სტუმრების სიები. ასევე, გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ თეირანის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამხედრო და დაზვერვის მაღალჩინოსნები, რომელთაგან რამდენიმე დააკავეს.

გამოცემის ცნობით, რომელიც ახლო აღმოსავლეთისა და ირანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, "ჰამასის" ლიდერი ბომბის აფეთქებამ იმსხვერპლა, რომელიც მის ოთახში ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასვლამდე 2 თვით ადრე დადეს. მანამდე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰანია ისრაელის რაკეტამ მოკლა. ისრაელს მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი