სომალიში აფეთქების შედეგად მინიმუმ 32 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გამოქვეყნდა:

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში პოპულარულ სანაპიროზე მომხდარი აფეთქების შედეგად, მინიმუმ 32 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 63 დაშავდა. ამის შესახებ reuters-ი წერს. ხელისუფლება თავდასხმაში ისლამისტურ დაჯგუფება "ალ-შაბააბი" ადანაშაულებს, თუმცა დაჯგუფებას ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, თავდამსხმელი რამდენიმე იყო, ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა სამი კი უშიშროების ძალებმა მოკლეს. პოლიციამ ერთი თავდამსხმელის ცოცხლად  დაკავება შეძლო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი