
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 30 მილიონს გადააჭარბა.
ჰოპკინისის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულია 30 199 007 ადამიანი, მათ შორის გარდაცვლილია 946 490, ხოლო გამოჯანმრთელებული - 20 544 967.
კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების ხუთეული შემდეგია: ამერიკა, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი, პერუ. თუმცა, შეიმჩევა მკვეთრი ზრდა ევროპის სტატისტიკურ მაჩვენებლებშიც.
რაც შეეხება საქართველოს, 18 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.