კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა სტატისტიკა იმაზე უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე მარტში იყო - WHO

გამოქვეყნდა:

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ბოლო კვირაში იმაზე მეტად შემაშფოთებელია, ვიდრე მარტში, პირველი ტალღის პიკში, იყო.

WHO-ს ევროპის განყოფილების უფროსი, ჰანს კლუგე ამბობს რომ სექტემბერში დაფიქსირებული შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ყველასთვის გამაფრთხილებელი უნდა იყოს.

ცნობისთვის, წინა კვირას ევროპაში დადასტურებულმა შემთხვევებმა 300 000-ს გადააჭარბა, მაშინ როდესაც მარტში, ყველაზე პიკურ პერიოდში ეს რიცხვი 264 675 არ აღემატებოდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 900 000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის 22 მილიონი კი გამოჯანმრთელდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი