სოფელ ნინიგორში თანასოფლელებს მიწის ნაკვეთის გამო დავა აქვთ | ამირანიძეების ოჯახი ამტკიცებს, რომ მეორე მხარეს "ოცნება" მფარველობს

გამოქვეყნდა:

ზურაბ ამირანიძეს უკვე წლებია ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში თანასოფლელთან მიწის ნაკვეთის გამო დავა აქვს. ამირანიძე სიმართლეს ვერ ამტკიცებს. თანასოფლელი, რომელსაც პრეტენზია აქვს, "ქართული ოცნების" კოორდინატორია და მას ამირანაძეების თქმით, სოფლის გამგებელი და ლაგოდეხის მერი მფარველობს.

ზურაბ ამირანიძემ გააკეთა აუდიო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ლაგოდეხის მერის მოადგილე მას დაჯარიმებით ემუქრება. ჩანაწერი იმ დროს გაკეთდა, როცა ის ზურაბ კოჭლამაზაშვილმა დაიბარა და  კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა.  კაცი ამტკიცებს, რომ ლაგოდეხის მერიამ მხოლოდ იმის გამო  დააჯარიმა,  რომ  კანონიერად შეძენილი მიწა "ქართული ოცნების" კოორდინატორს არ დაუთმო.

ამირანაძე ამბობს, რომ ასეულობით კვადრატული მიწის ნაკვეთი ათი წლის წინ შეიძინა, დაამუშავა და  მოაწყო,  დღეს კი თავის მართლება და იმის  მტკიცება უწევს, რომ ტერიტორია ნამდვილად მისი ოჯახისაა. ზურაბ ამირანიძის მონათხრობით მის წინააღმდეგ ყველაფერი ლაგოდეხის  რაიონის, სოფელ ნინიგორში მცხოვრები მანანა სულაქველიძის მოთხოვნით დაიწყო. 

ქალი, რომელიც  ამირანიძის მტკიცებით, "ქართული ოცნებასთან" დაახლოებული პირია და სოფელ ნინიგორის გამგეობაშია დასაქმებული. საჯარო მოხელე ამტკიცებს, რომ მის ნაკვეთთან მისასვლელი ცენტრალური გზა შორია და  მანძილის შესამოკლებლად ზურაბ ამირანიძის მიწის ნაკვეთის ნაწილი სჭირდება.  ამირანიძეს  ამტკიცებს, რომ გზის ნაწილი, რომელზეც სულაქველიძე დავობს,  ამირანიძეების კუთვნილ  მიწებზე არასდროს გადიოდა და შესაბამისი დოკუმენტებიც აქვს.

"შაბათის მთავართან" მანანა სულაქველიძე უარყოფს რომ  მფარველები  ჰყავს, თუმცა არ მალავს რომ მის უფლებებს ხელისუფლება იცავს.  სულაქველიძეების ოჯახს საკუთარი სიმართლე აქვთ,  ისინი ზურაბ ამირანიძეს  ტყუილში  ადანაშაულებენ და ამბობენ  რომ  მათ ნაკვეთამდე მისასვლელი  გზა, თანასოფლელმა თვითნებურად მიისაკუთრა.

მოქალაქის  ბრალდებებს უარყოფს ზურაბ კოჭალამაზაშვილიც, გამგებლის მოადგილე ამტკიცებს რომ კაბინეტში არავინ დაუბარებია და არავის დამუქრებია.

ნინიგორში თანასოფლელებს შორის დავა უკვე სასამართლოშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი