სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში" პალატა შეუცვალეს | ოჯახი და მხარდამჭერები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მას საპატიმროში დააბრუნებს

გამოქვეყნდა:

გადაიყვანენ თუ არა მესამე პრეზიდენტს პენიტენციურ დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ეჭვობს რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კლინიკაში მყოფ მესამე პრეზიდენტს საპატიმროში დააბრუნებს. ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა რაც მესამე პრეზიდენტს კლინიკა ვივამედში პალატა შეუცვალეს და ახლა სრულ იზოლაციაში იმყოფება. ოჯახი ამბობს რომ ახალ პალატაში შესაბამისი პირობები არ არის.

"სამუშაო საათები რომ ამოიწურა და ჩემ შვილთან წვდომა აღარავის ექნებოდა, მომდევნო დღეებიც შაბათ-კვირა იყო, დაავლეს ხელი და გადაიყვანეს სხვა ფლიგელში, სასტუმროს უწოდებენ იმ ნაწილს. იქ მერვე სართულზე მოათავსეს. აღმოჩნდა რომ ტელევიზორიც არ აქვს, თუმცა დაპირება იყო, რომ ყველაფერი იგივე უნდა ჰქონოდა, ემატებოდა კიდევ რაღაც სავარჯიშოები, რომელიც ექიმების რეკომენდაციით იყო. იქ არც ეს სავარჯიშოებია." - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება აჩენს ეჭვს, რომ შემდეგი ნაბიჯი მესამე პრეზიდენტის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა იქნება. მათი თქმით, ადგილი სადაც ამჯერად სააკაშვილი იმყოფება არც შესაბამისად დაცული არაა. სააკაშვილის მხარდამჭერები განმარტებებს იუსტიციის მინისტრისგან ითხოვენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი