თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს | სავარაუდოდ, დღესვე მოხდება აფგან სადიგოვის ექსტრადირება

გამოქვეყნდა:

თბილისში მუქარისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. სავარაუდოდ, აღმკვეთი ღონისძიების შემდეგ მისი ბაქოში ექსტრადირება დღესვე მოხდება.  

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თქმით, "თუ თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას აფგანის დეპორტაციის შესახებ ბაქოში უკვე მას დააკავებენ. აფგანი  ორჯერ იყო აზერბაიჯანში დაკავებული პოლიტიკური მოტივით. ალიევის რეჟიმს არ სურს, რომ ვინმემ აკრიტიკოს". 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, გუშინ, ინგოროყვას ქუჩაზე დააკავეს, როდესაც ის ცოლთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა. ის 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა, თუმცა აფგან სადიგოვის თქმით, საკუთარ სამშობლოში თავისი საქმიანობის გამო იდევნება.

მანამდე, რამდენიმე კვირის წინ სადიგოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აზერბაიჯანის გარდა სხვა მიმართულებით გაფრენის უფლება არ მისცეს. 

ავტორი: დავით კობიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი