"გაჭიანურებული პროექტების მიზეზი არის კორუფციისა და უუნარობის კომბინაცია" | კორუფციის მკვლევრები

გამოქვეყნდა:

თბილისში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო პროექტები კორუფციის მკვლევრებმა შეისწავლეს. მათი განცხადებით, არაერთი პროექტი, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები იხარჯება, უხარისხოდ მიმდინარეობს და სამუშაოები ხშირ შემთხვევაში გაწერილ ვადებში ვერ სრულდება. მათი შეფასებით, ერთ-ერთი ასეთი პროექტია წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციაც, რომელიც ერთი თვის წინ დაიწყო და სავარაუდოდ დადგენილ დროში ვერ დასრულდება.

"გაჭიანურებული პროექტების მიზეზი არის კორუფციისა და უუნარობის კომბინაცია, რა დროსაც საპროექტო დოკუმენტაციები არ ასახავს რეალურად განსახორციელებელ სამუშაოებს და მერე უცებ აღმოჩნდება, რომ კიდევ ბევრი რაღაც არის დასამატებელი, რასაც სჭირდება გაწელილი ვადები და მეორეს მხრივ შერჩეული კომპანიები, რომლებიც სამუშაოებს ასრულებენ ყოველთვის არიან "ქართული ოცნების" შემომწირველები ან მათთან დაკავშირებული პირები, შესაბამისად მათ არ აქვთ რაღაც ანგარიშვალდებულების მოთხოვნა, იციან რომ არ დაისჯებიან თუკი ვედებს არ დაიცავენ. სწორედ ამიტომ გვაქვს მოცემულობა, რომ ყველა საშუალო ან გრძელვადიანი პროექტები არასდროს მთავრდება  შესაბამის ვადებში," - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის - ახალი, გირჩი, დროას" წევრი დავით მჟავანაძე.

პროექტის განხორციელების დროს უსაფრთხოების ნორმების არასათანადო დაცვაზე საუბროს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე.

"სამწუხაროდ, სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთა მოვალეობაცაა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არ ასრულებენ სამუშაოს ჯეროვნად.  ჩვენ გვქონდა ბევრი შემთხვევები და ახლაც გვაქვს, როდესაც პროექტები მიმდინარეობს, გადათხრილია გზები და გავლა არის შეუძლებელი. წყნეთის გზატკეცილის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია 24 საათიანი სამუშაო, მონიტორინგის შედეგად კი დადგინდა რომ სამუშაოები 24 საათი არ მიმდინარეობს, შესაბამისად ეჭვქვეშ დგება მისი 3 თვეში დამთავრება. ასევე სამუშაოებზე არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, არ არის ნიშნები, თხრილები არის დატოვებული ყოველგვარი შემოღობვის გარეშე, რაც საქმეს უქმნის ქვეითებსაც," - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი