კამალა ჰარისი ტრამპთან დებატებზე Fox News-ის შეთავაზებას არ დათანხმდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან და მომავალი არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატ, დონალდ ტრამპთან დებატების Fox News-ზე გამართვას არ დათანხმდა.

როგორც ჰარისმა განაცხადა, დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დაგეგმილი იყო ტელეკომპანია ABC-ის ეთერში 10 სექტემბერს და ის ადგილის თუ დროის შეცვლას არ დათანხმება. ჰარისის კამპანიაში ამბობენ, რომ ტრამპი ცდილობს თავი აარიდოს დებატებს, რომელიც უკვე დაგეგმილია.

"ძალიან საინტერესოა როგორ გადაიქცა "ნებისმიერი ადგილი და ნებისმიერი დრო" ერთ კონკრეტულ დროდ და სპეციფიკურ უსაფრთხო ადგილად. მე ვიქნები 10 სექტემბერს ადგილზე, რაზეც ის დათანხმდა. იმედი მაქვს მას იქ ვნახავ," - განაცხადა ჰარისმა. 

ტრამპმა ჰარისი Fox News-ის მიერ შეთავაზებულ დებატებზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპი აღნიშნავს, რომ ჰარისს "დაბალი IQ" აქვს და მასთან დებატებისთვის "გონებრივი შესაძლებლობები" არ ჰყოფნის. ტრამპის თქმით, ის დებატებს ან 4 სექტემბერს Fox News-ზე გამართავს, ან დებატები საერთოდ არ შედგება.

"კამალა ჰარისს არ აქვს გონებრივი შესაძლებლობები ჩემ წინააღმდეგ ნამდვილი დებატებისთვის, რომელიც 4 სექტემბერს პენსილვანიაში ჩაინიშნა. მას ეშინია ამის გაკეთება, რადგან ის ვერ გაამართლებს თავის კორუფციას და ღია საზღვრებს, ჩვენი ქვეყნის გარემოს განადგურებას, ავღანეთის სირცხვილს, ინფლაციას, საშინელ ეკონომიკას, მაღალ საპროცენტო განაკვეთებსა და გადასახადებს. კამალა ჰარისი აღიარებულია, როგორც ყველაზე ცუდი ვიცე-პრეზიდენტი ისტორიაში, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს ყველაზე ცუდი პრეზიდენტის, თაღლითი ჯო ბაიდენისთვის. ამ ორი დაბალი IQ-ს მქონე ინდივიდის კომბინაციამ გაანადგურა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით," - წერს ტრამპი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი