"გერმანიას რუსეთთან დაკავშირებით საიმედო შეკავების პოლიტიკა სჭირდება" | ბერბოკი

გამოქვეყნდა:

"გერმანიას რუსეთთან დაკავშირებით საიმედო შეკავების პოლიტიკა სჭირდება", - ამის შესაებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საუბრობს. მისი თქმით, მსგავსმა ნაბიჯებმა ასევე გერმანიის პარტნიორები, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და ფინეთი უნდა დაიცვან. მისივე თქმით, ახლა გერმანიაში შეერთებული შტატების შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დაგეგმილი განლაგება აუცილებელია. 

"პუტინის რუსეთისგან იმედის პრინციპი არ დაგვიცავს", - განაცხადა ბერბოკმა და დასძინა, რომ გერმანია შეიძლება იმით იყოს დაცული, რომ ბერლინი ინვესტიციას ახლა საკუთარ უსაფრთხოებასა და ძალაში ახორციელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი