სწორედ იმიტომ, რომ რკინის ფარდის ბნელ მხარეს არ აღმოვჩნდეთ, თითეული მოქალაქის ხმა და აქტივობა გადამწყვეტია. ნებისმიერი დიქტატორი უძლურია, როცა სახეზეა მოქალაქეების მკაფიოდ გამოხატული ნება არჩევნებზე და სახეზეა ამომრჩევლის მაღალი აქტივობა. შემთხვევითი არ არის, რომ არადემოკრატიული რეჟიმები მიზანიმამრთულად ცდილობენ პოლიტიკის დემონიზებას, ან პოლარიზების გაღვივებას ან მოქალაქეებში უიმედობის დათესვას, რომ თითქოს მისი ხმა ან აქტივობა ვერაფერს შეცვლის. სინამდვილეში პირიქით, თითეული ხმა, თითეული აქტივობა და თითეული პასუხისმგებლიანი მოქალაქე დემოკრატიას აძლიერებს და პირიქით ასუსტებს დიქტატორს. ჩვენ ამჯერად იმ ადამიანებს გაგაცნობთ, ვინც განხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილებითა და სხვადახვა პროფესიებით, მაგრამ და საერთო ღირებულებებით და ხედვით გაერთიანებული ახალ გზას კვლავას ქართულ პოლიტიკაში.