რუსული კომპანია აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებისგან 240 მილიონ რუბლზე მეტს ითხოვს

გამოქვეყნდა:

რუსული კომპანია "აერო მენეჯმენტი" (ყოფილი ს.ს "დარტ") ოკუპირებული აფხაზეთის ე,წ მთავრობისგან 240 მილიონი რუბლის (2.8 მილიონი აშშ დოლარი) გადახდას ითხოვს. ამის შესახებ რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით "ეხოკავკაზა" წერს.

ტელეგრამ არხზე RESPUBLICA  გამოქვეყნდა კომპანიის გენერალური დირექტორის ფილიპ მიზონოვის წერილი, რომლის ადრესატებიც აფხაზეთის ე,წ ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი და სოხუმის აეროპორტის ე.წ გენდირექტორი ბ.კ ჯენია.

დოკუმენტის თანახმად, კომპანია სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტის განსახორციელებლად დაიქირავეს და 2022 წელს მასთან მთელი რიგი ხელშეკრულებები დაიდო.

წერილში ნათქვამია, რომ ინვესტორმა კეთილსინდისიერად შეასრულა თავისი ვალდებულება და აეროპორტს გადასცა 120 მილიონი რუბლი სესხის სახით. ინვესტორი მიუთითებს, რომ „სესხის დავალიანების დაფარვისა და სააგენტოს საკომისიოს გადახდის“ ვალდებულებები ჯერ არ არის შესრულებული.

„უფრო მეტიც, აფხაზეთის ენერგეტიკის სამინისტროს ქმედებების შედეგად ინვესტორს ჩამოერთვა ფაქტობრივი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტში, ამ პროექტში სხვა ინვესტორის ჩართვის გამო“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ინვესტორი ითხოვს როგორც სესხის დაფარვას, ასევე პროცენტების და ჯარიმებისაც, რაც მთლიანობაში 240 მილიონ რუბლს აღწევს. აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებას რუსული კომპანიის მოთხოვნაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

2022 წლის დეკემბრის ბოლოს, მედიაში გამოქვეყნდა ს.ს დარტის გენერალური დირექტორის მრჩევლის დიმიტრი ნემოვის კომენტარი, რომელიც საუბრობდა „აეროპორტის მშენებლობისთვის სამართლებრივ მომზადებაზე“, თუმცა 2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს ინფრასტრუქტურნოე რაზვიტიე განახორციელებს, რაშიდ რაშიდის ძე ნურგალიევის კომპანია, რომელიც რუსეთის ყოფილი შს მინისტრის და ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ვაჟია.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი