"კოალიცია ცვლილებისთვის" საარჩევნო კამპანიას ქვეყნის გარეთაც იწყებს. "ახალის", "გირჩისა" და "დროას" წევრები ევროპის სამ ქვეყანაში ემიგრანტებს შეხვდებიან. პირველი შეხვედრა ხვალ, რომში ადგილობრივი დროით 2 საათზე გაიმართება. შეხვედრისას პოლიტიკოსები და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები რამდენიმე საკითხზე ისაუბრებენ, მათ შორის ემიგრანტების მხირდან არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობასა და კოალიციის საარჩევნო გეგმებზე.