ტყვეების გაცვლა თურქეთში | რატომ არ სცადა "ოცნებამ" რუსეთში, პატიმრობაში მყოფი ქართველების გათავისუფლება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მორიგი პოლიტიკური დანაშაული და კრემლის მორჩილების დადასტურება. რატომ არ სცადა ქვეყნის ხელისუფლებამ რუსეთში, პატიმრობაში მყოფი ქართველების გათავისუფლება? ლაპარაკია დასავლეთსა და რუსეთს შორის მომხდარ პატიმრების დიდ გაცვლაზე, რომელშიც კრემლისთვის ყველაზე სასურველი ფიგურა ვადიმ კრასიკოვი იყო. ის რუსეთის სპეცსამსახურების ოფიცერი და ოფიციალური მკვლელია, რომელმაც ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი აძლევდა შესაძლებლობას "ქართულ ოცნებას", ჩართულიყო პროცესში და მოეთხოვა რუსეთში, პოლიტიკური ან სხვა ნიშნით დაკავებული ქართველების გათავისუფლება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი