სოციალური სტატუსი და სამსახური იძულებითი შრომის სანაცვლოდ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა "მთავარ არხთან" სკანდალურ ამბებს ყვება. სოფელ აცანას მცხოვრებლები რწმუნებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ და ყვებიან, რომ იზა მათითაიშვილი ძმის
ოჯახის მიწის ნაკვეთებას და სახლის დალაგებას ადგილობრივებს შანტაჟის გზით აიძულებს. უარის თქმის შემთხვევაში კი სოციალური დახმარების მოხსნით და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება. ოპოზიციონერები საგამოძებო უწყებებს და სახალხო დამვცელს მოუწოდებენ, რომ გამოძიება სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტებაზე დაუყოვნებლივ დაიწყონ.