
"ნიშანდობლივია, რომ მთავრობა არ რეაგირებს... მცდელობა შესაძლებელი იყო", - ასე პასუხობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტის შეკითხვას ზელიმხან ხანგოშვილის რუსი მკვლელის გაცვლასა და გათავისუფლების კონტექსტში ქართული სახელმწიფოს უმოქმედობასთან დაკავშირებით.
''ეს მემგონი ჯდება მთლიანად თავიანთ უმოქმედობაში ძალიან ბევრი მიმართულებით. ესეც არის ნიშანდობლივი, რომ მთავრობა არ რეაგირებს, იმიტომ რომ ეს არის რეაგირება, რომელიც უნდა მომხდარიყო არა საჯაროდ მაინცდამაინც, მაგრამ იმ სხვადასხვა შესაძლებლობებით და კონტაქტებით, რაც არსებობს მთავრობებს შორის და სხვადასხვა უწყებებს შორის. ბევრი რამე შეიძლებოდა. ბევრი მცდელობა შეიძლებოდა. მე არ ვიცი რას მივაღწევდით, მაგრამ მცდელობა შესაძლებელი იყო.'' - აცხადებს პრეზიდენტი.