...კიდევ უფრო აღმაშფოთებელი არის პრემიერის სიტყვები ბოლო პერიოდში, თურმე ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის მოცემულობა. მე ასეთი განცხადება არავისგან ქართულ პოლიტიკაში, არცერთი პარტიიდან ამდენი წლის მანძილზე არასოდეს არ გამიგია და მიკვრის, რომ მეტი რეაგირება ამას არ მოჰყვა. რა უფლება აქვს ქვეყნის პრემიერს, რომ თქვას, რომ ეს სიტუაცია არის მოცემულობა.
- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე.