"სალომე ზურაბიშვილი რომ პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ახალი არაა. მე მას მოვუწოდებდი, რომ კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას და ის მიხვდება, რომ ზედაბალი წონები არასოდეს ერკინებიან ზემაღალ წონებს. ეს უბრალოდ აკრძალულია ოლიმპიადის თამაშის წესებით და ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც. ზედაბალი რეიტინგისა და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები ძალიან გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. რაზე უნდა ესაუბროს სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის გარანტი, რომელსაც აქვს მართლაც უდიდესი ნდობა, როგორც მხარდამჭერებში, ისე ზოგადად ქართულ საზოგადოებაში. განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისგან, რომელმაც საპრეზიდენტო კარიერა დაიწყო გაუგებარი განცხადებებით რელიგიური მიმართულებით და განცხადებით, რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან".
თქვა "ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ. ცნობისთვის, 5 აგვისტოს პრეზიდენტმა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.