ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი "მთავართან" ადასტურებს, რომ ამერიკამ პროექტების დაფინანსება შეაჩერა

გამოქვეყნდა:

"მთავარ არხის" ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, მაია ალხაზაშვილმა ცოტა ხნის წინ დაუდასტურა, რომ შეჩერდა პროექტები, რომლებსაც აშშ, კერძოდ CDC აფინანსებდა და მათი მთავარი მიზანი ქართველი თანამშრომლების გადამზადება, ასევე კვლევების ნაწილის დაფინანსება იყო.

"არის ამერიკის CDC-ს მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლებიც ძირითადად არის ხოლმე ტექნიკური დახმარება, თანამშრომლების ტრენინგი და კვლევითი პროექტები. კონკრეტულად ამ პროექტებს ამ წუთში ვერ ჩამოგითვლით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც ლუგარის ცენტრი, მარტო საქართველოს დონეზე არა, რეგიონულ დონეზეც მხარს უჭერდნენ გაეკეთებინათ ჩვენი გამოცდილების პოპულარიზაცია და ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონულ ქვეყნებს ჩვენი მიმართულებით ტრენინგებში ისევ კვლავ... დახმარება კი ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ დროებით არის შეჩერებული, ჩემი აზრით", - თქვა მაია ალხაზიშვილმა.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დაადასტურა, რომ აშშ-მა ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს (NCDC) დაახლოებით 2 მილიონის დახმარება შეუჩერა. მისი თქმით, პროექტების მიზანი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია იყო. იხილეთ: 

ავტორი: ზურა პეტროსიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი