ხელისუფლების მუქარის შემდეგ, "მთავარი არხის" რესპონდენტი გაქრა - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ერთ-ერთი სიუჟეტისთვის ჩასაწერი რესპონდენტი ხელისუფლების მუქარის შემდეგ გაქრა. ამის შესახებ არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პოსტს Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს. 

ხელისუფლებამ შეუთვალა - მაგ არხზე შენს სახეს თუ ვნახავთ, შენი ვაჟი გაზის კომპანიაში დაკარგავს სამსახურს (ვითომ კერძო კომპანია როა), ხოლო მისი ცოლი - სკოლის პედაგოგი აღარ იქნება მეორე დღიდანო (ია კერძაიას მკვლელების მთავრობისგან აბა ვის რა უნდა გაუკვირდეს?!), - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, სიუჟეტი დაცლილი იყო პოლიტიკური შინაარსისგან და სოფელ ბოსლევის მახლობლად, კარიერიდან მოპოვებული თიხისგან კრამიტის დამზადებას ეხებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი