გერმანია საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

გერმანია საკუთარ მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის თქმით, რუსეთში დიდი ხანია არავინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, რადგან კრემლის მმართველი ვლადიმერ პუტინი პოლიტიკური პატიმრების რიცხვის გასაზრდელად კიდევ უფრო მეტი უცხოელის დაჭერას ცდილობს, რომლებსაც შემდეგ დასავლეთში დაკავებულ თავის ჯაშუშებში გაცვლის.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ცივი ომის შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლა მოხდა, რომელთა შორის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვიც იყო. კრასიკოვი სასჯელს ბერლინის ციხეში იხდიდა. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი