
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ეგვიპტეში დღემდე ხელუხლებლად შემონახული ათობით სამარხი იპოვეს. ქალაქ დუმიატში აღმოჩენილ ალიზისგან აშენებულ ოთახებში ოქროს ნივთებთან, მუმიებთან და ქანდაკებებთან ერთად, ნაპოვნია მონეტებით სავსე თიხის ქილები, სამგლოვიარო ამულეტები და სხვა არტეფაქტები, რომელიც დიდი ალბათობით პტოლემეოსის ხანას ეკუთვნის და 2500 წლის წინანდელია.