პრეზიდენტი VS "ოცნება" | სალომე ზურაბიშვილის გზავნილები და ოლიგარქის გუნდის პასუხი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი კითხვებზე პასუხს მოითხოვს. სალომე ზურაბიშვილმა ღიად და მკაცრად, კიდევ ერთხელ დაადანაშულა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ პრობლემებში და მისგან დებატების ფორმატში განმარტებების მოსმენა მოითხოვა. ქვეყნის მეთაური მიიჩნევს, რომ სწორედ ოლიგარქია პასუხისმგებელი დასავლეთთან ურთიერთობების კრიზისზე, ქვეყანაში კორუფციის და ნეპოტიზმის გაღრმავებასა და საკადრო პოლიტიკაზე, რომელის უმწვავეს სისტემურ პრობლემებს იწვევს ქვეყნის მართვაში.

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილისგან დებატებში მონაწილეობაზე პასუხს ელის და, პარალელურად, ოპოზიციასაც კიდევ ერთხელ ახსენებს ქართულ ქარტიას და განმარტავს საკუთარ პოზიციას რამდენიმე პოლიტიკურ თემაზე სწორედ ქარტიიდან გამომდინარე. მაგალითად, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მომავალი პრემიერმინისტრი არ უნდა იყოს პარტიული ფიგურა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი