ლუგარის ლაბორატორია ამერიკული დაფინანსების გარეშე | შეჩერებულია 2 მილიონ დოლარამდე დახმარება

გამოქვეყნდა:

ამერიკული დახმარების გარეშე რჩება ლუგარის ლაბორატორიაც. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის შემდეგ ახლა უკვე ლაბორატორიების ხელმძღვანელი პირებიც ადასტურებენ, რომ 2 მილიონ დოლარამდე ამერიკული დახმარება შეჩერებულია. ეს სახსრები თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და სამეცნიერო კვლევებს უნდა მოხმარებოდა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგიური სამსახური ფინანსურ დახმარებას ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან იღებდა, რომელიც მსოფლიოში დაავადებათა პრევენციის კონტროლის მთავარი ორგანოა. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი