"კოალიცია ცვლილებისთვის" წინასაარჩევნო ევროპულ ტურნეს იწყებს. "ახალის", "დროასა" და "გირჩის" წევრები საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დღეს რომში შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა მოახლოებული საპარლამენტი არჩევნები იყო, რომელშიც ემიგრანტების მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. პოლიტიკოსები მოუწოდებენ საზღვარგარეთ მცხორებ ქართველებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ, იმის მიუხედავად არიან თუ არა ისინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ლეგალურად. ევროპული ტურნეს ფარგლებში ახალგაზრდა პოლიტიკოსები მომდევნო შეხვედრას ემიგრანტებთან 8 აგვისტოს ქალაქ ბარიში გამართავენ.