ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, "ჰამასის" პოლიტიკურ ლიდერად იაჰია სინვარი დაინიშნა.
"ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა "ჰამასი" აცხადებს მეთაურის, იაჰია სინვარის არჩევას მოძრაობის პოლიტბიუროს ხელმძღვანელად... ის იქნება მოწამე მეთაურის, ისმაილ ჰანიეს შემცვლელი...", - წერია "ჰამასის" განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ისმაილ ჰანიე 31 ივლისს მოკლეს, რის შემდეგაც ირანი ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრა.