"იმაში, რაც მე და ალექსეის [ნავალნი] დაგვმართეს, ახალი არაფერი ყოფილა... ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან ძველი, ბოროტი და საბჭოთა ტრადიციაა" | კარა-მურზა

გამოქვეყნდა:

"იმაში, რაც მე და ალექსეის [ნავალნი] დაგვმართეს, ახალი და ექსკლუზიური არაფერი ყოფილა. ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან ძველი, ბოროტი და საბჭოთა ტრადიციაა", - ამის შესახებ გამოცემა "მედუზასთვის" გათავისუფლების შემდეგ მიცემულ პირველ ვრცელ ინტერვიუში ვლადიმერ კარა-მურზა საუბრობს.

იმაში, რაც მე და ალექსეის [ნავალნი] დაგვმართეს, ახალი და ექსკლუზიური არაფერი ყოფილა. ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან ძველი, ძალიან ბოროტი და ძალიან საბჭოთა ტრადიციაა: პოლიტპატიმარს, რომელსაც სახელმწიფო განსაკუთრებით საშიშად მიიჩნევს, ხელისუფლება ყველაზე რთულ პირობებში ამყოფებს. მაგალითად, ცნობილ საზოგადო მოღვაწერს, "მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ანატოლი შარანსკის საჯარიმო იზოლატორშებში 405 დღე აქვს გატარებული. 405! მისი გადარჩენა ხომ საერთოდ სასწაულია. ალექსეი ნავალნიმ 295 დღე გაძლო და მიმდინარე წლის თებერვალში დაიღუპა.

[...]

ციხეში გატარებული ორი წლისა და ოთხი თვის განმავლობაში ტელეფონთ დალაპარაკება ცოლთან ერთხელ და სამ შვილთან ორჯერ მოვახერხე. დასარეკად 15 წუთი მომცეს და როგორც ახლა ჩემმა მეუღლემ მითხრა, წამზომით ისე იდგა, რომ თითოეულ ბავშვს მამასთან საუბარი 5 წუთის განმავლობაში შეძლებოდა. ეს წამებაა ოჯახებისთვისაც, არამარტო ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რომ პოლიტპარიმრების ოჯახებისთვის ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩვენთვის. რადგან ჩვენ შეგნებულად ვიბრძოდით ამ რეჟიმის წინააღმდეგ, გვესმოდა შედეგები, ჩვენი ოჯახები კი ისჯებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ახლობლები არიან..." - ამბობს კარა-მურზა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი