რუსეთმა მოლდოვის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. უწყება წერს, რომ ეს მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილების პასუხია, რომელმაც რუსეთის საელჩოს თანამშრომელი გააძევა. რუსეთის საგარეომ მოლდოვის ამ ნაბიჯს "არაფრით მოტივირებული გადაწყვეტილება" უწოდა. 

ცნობილია, რომ დეპარტამენტში მოლდოვის საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრ კეტრარა დაიბარეს და შესაბამისი ნოტაც სწორედ მას გადასცეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი