
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით X-ზე მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებას ავრცელებს.
"16 წლის წინ რუსეთის შეჭრა საქართველოში იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის იგივე ძველი ნიმუშის ნაწილი იყო, სადაც უხეში ძალაუფლება არღვევს საერთაშორისო სამართალსა და წესრიგს. ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება," - წერს ლანდსბერგისი.