მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 16 წლისთავზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რუსების მიერ საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას კიდევ ერთხელ გმობს.
"2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო. მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, - წერია განცხადებაში.