"როდის მიმართა კულტურის მინისტრმა UNESCO-ს, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში?! რა კეთდება ქართული ენისთვის?!" | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

"როდის მიმართა კულტურის მინისტრმა UNESCO-ს, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში?! რა კეთდება ქართული ენისთვის?!", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ჩავიდა და აგვისტოს ომის მუზეუმი მოინახულა. 

...მე მაინტერესებს როდის იყო ბოლოჯერ, როცა ჩვენმა კულტურის მინისტრმა მიმართა UNESCO-ს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები გინდათ აფხაზეთში, გინდათ ოსეთში. რა კეთდება ამ მიმართულებით, რა კეთდება ქართული ენისთვის, რა კეთდება იმისთვის, რომ აქედან, მაგალითად, მარტივი რამ ტრანსპორტი დაინიშნოს. ეს ხომ არ არის ძნელი, ეს ხომ არ მოითხოვს რაღაცა ისეთის ძალისხმევას, რაც არ შეგვიძლია. სად არის შერიგების მინისტრი. რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ აქ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი. და კიდევ ერთი რამ - არ შემიძლია არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილი არის "უცხო აგენტების" ფულით. მადლობა მათ, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი