საქართველო არ ივიწყებს ომის გმირებს. სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, რომლებიც დღეს და ხვალ გაიმართება, სულ ცოტა ხნის წინ გმირთა მოედანზე, მემორიალთან სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი. მათ საზოგადოებას წარუდგინეს ვიდეორგოლი სახელწოდებით - "რუსეთი მტერია", რომელშიც კიდევ ერთხელ არის ნაჩვენები კრემლის აგრესიის შედეგები.
პარალელურად სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს კრემლის და "ქართული ოცნების" პოზიცია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით - როდესაც მოსკოვი უარს ამბობს აღსრულებაზე, თბილისი კი არ ახდენს ზეწოლას ოკუპანტ ქვეყანაზე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიმდინარეობისას გმირთა მემორიალთან საპატიო ყარაული არ ყოფილა იმ დროს, როცა ეს 24 საათის განმავლობაში სავალდებულოა.