ასობით დაღუპული, ათობით ათასი დევნილი და ოკუპირებული ტერიტორიები | 16 წელი აგვისტოს ომიდან

გამოქვეყნდა:

16 წელი რუსეთის სისხლიანი აგრესიიდან. 2008 წლის 7 აგვისტოს კრემლის მუდმივი მცდელობა საბოლოო კონტროლი დაემყარებინა ცხინვალის რეგიონზე ღია აგრესიაში გადაიზარდა. ქართული სოფლებისა და ქართველი სამშვიდობოების რამდენიმეკვირიანი დაბომბვების და სამხედრო პროვოკაციების შემდეგ რუსეთის არმიის ნაწილებმა საქართველოში შემოსვლა დაიწყეს. მათ შესაჩერებლად მოქმედება დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ და არმიამ.

აგვისტოს ომი გმირობის ისტორიებით არის სავსე, თუმცა რუსული აგრესიის ტრაგიკულ შედეგებს ქვეყანა დღემდე მწარედ გრძნობს. ასობით დაღუპული, ათობით ათასი დევნილი და ოკუპირებული ტერიტორიები. კრემლის მოქმედებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ რუსეთის მტრული განწყობები საქართველოს და მთელი ცივილიზებული სამყაროს მიმართ. დღეს უკვე ყველა აღიარებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს წინააღმდეგ იყო ფაქტობრივად მსოფლიო მასშტაბის რუსული აგრესიის დასაწყისი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი