ISW: უკრაინულმა ძალებმა 10 კილომეტრამდე წინსვლა განახორციელეს რუსეთის კურსკის ოლქში

გამოქვეყნდა:

ამერიკული ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები, რომლებმაც გააანალიზეს შეგროვებული მონაცემები, წერენ, რომ უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქის სიღრმეში 10 კილომეტრით წინ წაიწიეს.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 6 და 7 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები მიუთითებს, რომ უკრაინის ჯავშანტექნიკა საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზეა შესული. ISW-ს თანახმად, კურსკის რეგიონში უკრაინის წინსვლის ამჟამად დადასტურებული მასშტაბები და მდებარეობა მიუთითებს, რომ სამხედროებმა გაარღვიეს სულ მცირე რუსეთის თავდაცვის ორი ხაზი და ერთი საყრდენი პუნქტი.

"რუსი ოფიციალური პირები ცდილობენ იპოვონ ბალანსი უკრაინის მხრიდან ამ ძალისხმევის თვალსაჩინო ესკალაციად წარმოჩენას, მათი პოტენციური შედეგების გაზვიადების თავიდან აცილებასა და შიდა უკმაყოფილების საფრთხეს შორის", - აღნიშნავენ ექსპერტები.

გარდა ამისა, მომოხილვაში აღნიშნულია, რომუკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა 7 აგვისტოს შეაფასა, რომ რუსეთის შეტევითი შესაძლებლობები პიკს მიაღწევს ერთნახევარ-ორ თვეში, რაც ზოგადად ემთხვევა ISW-ის შეფასებას რუსეთის ამჟამინდელი შეტევითი შესაძლებლობების შესახებ. იხილეთ ასევე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი