ეგვიპტემ ისრაელსა და ირანს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ავიაკომპანიებს მოუწოდა, დღეს 3 საათის განმავლობაში ირანის საჰაერო სივრცეში ფრენებისთვის თავი აერიდებინათ.
პილოტებისთვის გაგზავნილ გამაფრთხილებელ შეტყობინების თანახმად, ინსტრუქცია ძალაში იყო ადგილობრივი დროით დილის 01:00 საათიდან 04:00 საათამდე. დამატებითი დეტალები ამ შეტყობინების შესახებ არ გავრცელებულა.