"ჩვენი მტერია, ვინც საქართველოს სუვერენიტეტში, შიდა საქმეებში ერევა, დასავლეთიდან უამრავი, ამერიკიდან უამრავი... " | გორის საკრებულოს თავმჯდომარე

გამოქვეყნდა:

ომიდან 16 წლის შემდეგ, ქალაქ გორის მაღალჩინოსნები ნაომარ ქალაქში ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ და კვლავ წინა ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

"ჩვენი მტერია ვინც საქართველოს სუვერენიტეტში ერევა,  ვინც საქართველოს შიდა საქმეებში ერევა... დასავლეთიდან უამრავი, ამერიკიდან უამრავი... ამერიკის პოზიცია „ვაფშე“ გაურკვეველია. ერთ სიბრტყეზე დავაყენებ ვინც საქართველოსთვის არ იქნება." -  განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამ დრომდე არაა საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი, დავით რაზმაძე ამას მოუცლელობით ხსნის და ვარაუდობს, რომ ირაკლი კობახიძე რეგიონს ესტუმრება.

"პრემიერი უახლოეს ხანში გვესტუმრება, სავარაუდოდ მე ვფიქრობ რომ ალბათ მოივლის საოკუპაციო ხაზთან. მოგეხსენებათ ადვილი არაა ამხელა სამინისტროების მართვა." - აღნიშნა რაზმაძემ.

ოკუპაციაში დამნაშავედ საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას მიიჩნევს და მედიას აკრიტიკებს გორის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი სოსიაშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში, 2006-2010 წლებში გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და 2010-2023 წლებში გორის უნივერსიტეტის რექტორი იყო.

"მე წარმოვადგენ მთავრობას რომელიც ორიენტირებულია თითოეულ მოქალაქეზე, უამრავი პროგრამით, მხარდაჭერით, განსხვავებით თქვენი ხელისუფლებისაგან, რომელმაც ლანგრით მიართვა...

მე გიორგი სოსიაშვილი ავტორი ვარ ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიის" - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი