იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა | გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

გამოქვეყნდა:

07:42 (UTC) საათზე, თბილისის დროით 11:42 სამხრეთ-დასავლეთ იაპონიაში კუნძულ კიუშუს მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხეც. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იტყობინება.

ბიძგების ეპიცენტრი მიაძაკის პრეფექტურასთან მდებარეობდა. ეპიცენტრი ოკეანის ფსკერზე 30 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

სეისმოლოგების თქმით, ტალღების სიმაღლემ მიაძაკისა და კოჩის პრეფექტურების მიდამოებში შეიძლება ერთ მეტრს მიაღწიოს.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი