რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ კურსკში უკრაინელების წინსვლა არ დაუშვეს და გარღვევის მცდელობები შეაჩერეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ რუსი სამხედროები აგრძელებენ იერიშებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ კურსკის ოლქის სუჯანსკისა და კორენევსკის რაიონებში და აღკვეთილია წინსვლა. 

"კურსკის მიმართულებით ტერიტორიის სიღრმეში ცალკეული შენაერთების მიერ გარღვევის მცდელობები შეჩერებულია", - ირწმუნება უწყება და ამბობს, რომ დღის განმავლობაში უკრაინულ ძალებს წინსვლა არ ჰქონიათ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები "რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური საავიაციო თვითმფრინავების ეკიპაჟების მიერ კურსკის რეგიონის სასაზღვრო რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების შესახებ".

რუსული მხარე ამბობს, რომ "სუ-34-ის" ეკიპაჟებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო აღჭურვილობაზე.

კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

უკრაინის ხელისუფლება კომენტარს არ აკეთებს მიმდინარე ბრძოლებზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი