გორში დღეს დილიდან აგვისტოს ომს იხსენებენ. ნაომარ ქალაქში ჩავიდა შერიგების მინისტრი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა 7 აგვისტოს ერგნეთის ომის მუზეუმიდან გააკრიტიკა და დაინტერესდა, თუ რას აკეთებს თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებების გასაძლიერებლად.
თეა ახვლედიანმა სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას არ უპასუხა იმ საბაბით, რომ დღეს ამ თემაზე საუბარი უადგილოა, ხოლო რაც შეეხება საქმიანობას, მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.
"ვიხსენებთ, საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმეს მოვლენებს, რაც 16 წლის წინ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით განხორციელებულ, ჩვენ განუყოფელ ტერიტორიის უკანონო ოკუპაციასთან ერთად უკავშირდება ადამიანური ტრაგედიების, უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილს.
ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის თაობაზე, ერთიანი სამთავრობო მიდგომისა არის საჯარო. ვრცლად საუბარი ამ თემაზე და კომენტარი დღეს დასანანი და უადგილოა," - განაცხადა თეა ახვლედიანმა.