გოგი წულაია პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს

გამოქვეყნდა:

გოგი წულაიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. პოლიტიკოსის თქმით, შეწყალების შემთხვევაში ქვეყანაში ჩამოსვლა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სურს. წულაიას თქმით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს.

პოლიტიკოსი ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება - გოგი წულაიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და მას დაუსწრებლად 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე გოგი წულაიას დააკავებენ.

გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 2023 წლის17 მარტს დააკავეს. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მას ძალადობა არ ჩაუდენია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი